გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ალექსანდრე ქანთარია: გაბუნიას ქმედება ცდება ჟურნალისტიკის და ტელეწამყვანის ჩარჩოებს

8-07-2019

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალექსანდრე ქანთარია "რუსთავი 2" - ის ეთერში გასული სიუჟეტის შესახებ განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, ის რაც სიუჟეტში გავიდა არის პროვოკაცია და ქვეყნის არევის მცდელობა.

"ის, რაც "რუსთავი 2"-ის ეთერში ვიხილეთ, ეს არის პროვოკაცია, შემაშფოთებელი გზავნილი და მანიაკალური წყურვილი ქვეყნის არევის, დესტაბილიზაციის. ეს არის ნიადაგის შექმნა ქვეყნის საწინააღმდეგო პროვოკაციული ქმედებებისთვის და უსაფრთხოების საფრთხის ქვეშ დაყენება. გაბუნიას ქმედება ცდება ჟურნალისტიკის და ტელეწამყვანის ჩარჩოებს. ტელეკომპანიის ქმედება და კონკრეტული ჟურნალისტის შეფასებები საერთაშორისო დანაშაულის ჭრილში იკვებება და ვფიქრობ, აუცილებლად უნდა აგოს პასუხი ქვეყნის მშვიდობისთვის საფრთხის შექმნისთვის. ეს კონკრეტული ტელევიზია უკვე დიდი ხანია გამოირჩევა არასახელმწიფოებრივი მიდგომებით და ახლა კი უკვე ყველა ზღვარს გაცდა. რეალურად სახეზე გვაქვს ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი პოლიტიკა დამოუკიდებელი ტელევიზიის საფარქვეშ. ალბათ, „რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობა და პოლიტიკური პატრონები აცნობიერებენ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მათთვის სასურველ გადაწყვეტილებას არ გამოიტანს და ამიტომ ასეთ მძიმე პროვოკაციასაც არ ერიდებიან. იმედი მაქვს, პროვოკაცია, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის და მიზანმიმართულად მძიმე შედეგებზეა გათვლილი, სათანადოდ იქნება შესწავლილი და გამოძიებული", - განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31