გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა ნათელაშვილს თეა წულუკიანის სასარგებლოდ 2 ლარის გადახდა დაეკისრა

15-02-2018

თბილისის საქალაქო სასამართლომ თეა წულუკიანის სარჩელი შალვა ნათელაშვილის წინააღმდეგ სრულად დააკმაყოფილა.

სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს იმ სამაუწყებლო კომპანიების მეშვეობით, სადაც იუსტიციის მინისტრის მისამართით 2016 წლის 19 ოქტომბრსა და 23 ნოემბერს ცილისმწამებლური განცხადებები გააკეთა, საკუთარი ყალბი განცხადებების უარყოფა მოუწევს.

სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელე წულუკიანის არგუმენტები და მოცულობითი დოკუმენტური მასალა იმასთან დაკავშირებით, რომ შალვა ნათელაშვილის განცხადება ცილისწამებაა, რადგან იგი არსებითად მცდარ ფაქტებს შეიცავს. თეა წულუკიანის მიერ სტრასბურგში შეძენილი ბინა მართლაც თეა წულუკიანის საკუთარი სახსრებით შეძენილი იყო იმ დროს, როცა ის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მუშაობდა და ბევრად ადრე, ვიდრე ის ქართულ პოლიტიკაში ჩაერთვებოდა. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ შალვა ნათელაშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ბინა მინისტრს უყიდეს პოლიტიკაში ჩართვის შემდეგ და ამით ის იყიდეს, არის ცილისწამება.
სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა თეა წულუკიანის მოთხოვნა და მორალური ზიანისთვის შალვა ნათელაშვილს სიმბოლური 2 ლარის გადახდა დააკისრა.

სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს გამოიტანა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031