გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ცხინვალის ე.წ. პროკურატურა ექს-ჩინოვნიკს თბილისის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ადანაშაულებს

9-07-2019

ცხინვალის ე.წ. მთავარი პროკურატურა ექს-ჩინოვნიკს სერგეი ლიპინს თბილისის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ადანაშაულებს.


ე.წ. უწყების ინფორმაციით, „ლიპინინმა და მისმა თანამოაზრეებმა 2008 წელს საქართველოს სპეცსამსახურებს სადაზვერვო ხასიათის ინფორმაცია მიაწოდეს, რომელსაც ქართული ჯარი აგვისტოს ომის დროს რეაქტიული სისტემების ცეცხლის კორექტირებისთვის იყენებდა, ასევე მჭიდროდ დასახლებული რაიონების, სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების, სამხედრო ობიექტებისა და კოლონების მისამართით ცეცხლის გახსნისთვის იყენებდნენ“.


ადგილობრივი მედია აღნიშნავს, რომ სერგეი ლიპინი სხვადასხვა დროს ე.წ. რესპუბლიკის მთავრობაში მაღალ თანამდებობებს იკავებდა, ის ასევე საზოგადოებრივ ორგანიზაციას “როსის“ ხელმძღვანელობდა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930