გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ფოთოლაშვილი: ნიკა გვარამიას განცხადებებით, ყველაზე მეტად დაზარალდება ქართული სახელმწიფო, შემდეგ მშრომელი გლეხი და უკვე მეღვინეობის დარგი

10-07-2019

შპს „გრუზვინპრომის“ დირექტორი, მამუკა ფოთოლაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ბაზრის დაკეტვით, დიდი ზარალი მიადგება ქართულ მეღვინეობას.

აღნიშნული შეფასება მან „რუსთავი 2“-ის გენერალურის დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებაზე გააკეთა.

„განცხადების ავტორი (ნიკა გვარამია), საერთოდ აზრზე არ არის ამ სისტემის და მეღვინეობის დარგში რა ხდება. ის ფიქრობს, რომ მან იცის სად არის კარგი ბაზარი და სად არა, და ეს ჩვენ არ ვიცით? მისი ამ განცხადებებით, ყველაზე მეტად დაზარალდება ქართული სახელმწიფო, შემდეგ მშრომელი გლეხი და უკვე მეღვინეობის დარგი, რომელიც ამჟამად საკმაოდ განვითარებულია“ - აღნიშნა მამუკა ფოთოლაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ  გადაცემაში „აქცენტები“ ნიკა გვარამიამ აღნიშნა: „პუტინი კარგიაო იმიტომ უნდა ვთქვათ, რომ ვიღაცამ ბორჯომი, ღვინო და ნაბეღლავი შეიტანოს რუსეთში? ჩავუფსი სამივეში, ფეხებზე მკიდია“.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31