გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ქართული ღვინის სახლი“: როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" არ არის კარგად მათ უნდათ, რომ არც დანარჩენი საქართველო იყოს კარგად, ეს არის რეალობა

10-07-2019

გვარამიას განცხადება იყო ბიზნესის შეურაცხყოფა, ამის შესახებ „ქართული ღვინის სახლის“ მფლობელმა ზაზა კიკაბიძემ განაცხადა. 

„რუსეთის ბაზარზე დიდი კონკურენციაა და ყველა ჩვენს კონკურენტს შეუძლია რომ თავისებურად თარგმნოს გვარამიას განცხადება. ნაციონალურ მოძრაობას საქართველოს ეკონომიკის განადგურება სურს, როდესაც ისინი არ არიან კარგად, მათ უნდათ, რომ არც დანარჩენი საქართველო იყოს კარგად, ეს არის რეალობა“ - აღნიშნა ზაზა კიკაბიძემ. მისი თქმით, აღნიშნული განცხადებები, მიმდინარე წლის შემოდგომაზე უარყოფით გავლენას მოახდენს ყურძნის ფასებზე, რაც აზარალებს მევენახეებს.

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „აქცენტებში“ შემდეგი განცხადება გააკეთა: „პუტინი კარგიაო იმიტომ უნდა ვთქვათ, რომ ვიღაცამ ბორჯომი, ღვინო და ნაბეღლავი შეიტანოს რუსეთში? ჩავუფსი სამივეში, ფეხებზე მკიდია“.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31