გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახელი ფერმერი ნიკა გვარამიას განცხადებაზე: ეს არის უგვანო, უსაზიზღრესი და არაადამიანური საქციელი

11-07-2019

მთელი ქვეყანა აღშფოთებულია ნიკა გვარამიას საქციელით - ამბობს ფერმერი იოსებ ნატროშვილი გურჯაანის სოფელი ვაჩნაძიანიდან „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მიერ ქართველი მეღვინეების მისამართით გაკეთებულ განცხადებაზე.

„ეს არის უგვანო, უსაზიზღრესი და არაადამიანური საქციელი. როდესაც უფალი ბრძანებს, რომ „ღვინო ჩემს სისხლს“ ნიშნავს, არ შეიძლება ღვინის ასეთი შეურაცხყოფა. ღვინო არის ჩვენი იდენტობის ნიშანი. მთელი ქვეყანა აღშფოთებული ვართ, რაც მაგ გარეწარმა გააკეთა. თუ ღვინო არ იციან და არიან მარიხუანათი გაბრუებულები, დაანებონ ღვინის ხსენებას თავი ვიღაც ქათმებმა. ნურსად გადაგვეყრებიან გაბრაზებულ კახელებს“ - აღნიშნა მან.

ნიკა გვარამიამ გადაცემაში „აქცენტები“ განაცხადა - „პუტინი კარგიაო იმიტომ უნდა ვთქვათ, რომ ვიღაცამ ბორჯომი, ღვინო და ნაბეღლავი შეიტანოს რუსეთში? ჩავუფსი სამივეში, ფეხებზე მკიდია“.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31