გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შემოსავლების სამსახურმა უაქციზო საქონლის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს

11-07-2019

8-10 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული სასაქონლო ზედნადების მონიტორინგის მიზნით გატარებული ღონისძიებების შედეგად, აქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების გარეშე ტრანსპორტირების 4 ფაქტი გამოავლინეს. კერძოდ, სამართალდამრღვევი მოქალაქეები, აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის, (ჯამში 40,780 ღერი სიგარეტი) ტრანსპორტირებას ახორციელებდნენ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი აქციზური მარკების გარეშე ტრანსპორტირებული საქონელი ჩამოერთვათ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031