გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ჯავახაძე: იმ ღამეს გერმანიის ელჩმა გააკეთა განცხადება პირდაპირ პარლამენტიდან

12-07-2019

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ გუშინ გიორგი გახარიას მიერ გაკეთებული განცხადებების შესახებ მედიასთან ისაუბრა. კერძოდ, მან ისაუბრა 20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების დროს, დიპლომატებისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ინტენსიური კომუნიკაციის შესახებ.

„იმ ღამეს თუ გახსოვთ,გერმანიის ელჩმა გააკეთა განცხადება პირდაპირ პარლამენტიდან. რაც შეეხება დანარჩენ ელჩებს, ხაზზე იყვნენ ჩვენთან მთელი ღამის განმავლობაში, პროცესს აკვირდებოდნენ მთელი ღამის განმავლობაში. 

გერმანიის ელჩი ფაქტობრივად ბოლომდე იყო პარლამენტში, იმიტომ, რომ როცა დაიძაბა ვითარება და დაიწყო პარლამენტზე შეტევა, მას მერე ელჩი გამოცხადდა პარლამენტში და იქ იმყოფებოდა.“ - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031