გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფონდი "ქართუ" ზუგდიდში ორდარბაზიანი თეატრის მშენებლობას აფინანსებს

13-07-2019

ზუგდიდს ევროპული სტანდარტების თეატრი ექნება, სამშენებლო სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთი სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ და ზუგდიდის მერმა, გიორგი შენგელიამ მოადგილეებთან ერთად დაათვალიერეს. 

ახალ თეატრს, რომლის მშენებობაც აქტიურად მიმდინარეობს, ორი დარბაზი ექნება, დიდი დარბაზი 570 მაყურებელზეა გათვლილი, მცირე დარბაზი კი 140 ადგილიანი ქინება. 

თეატრს ასევე ექნება მუზეუმი და სასტუმრო გასტროლებზე ჩამოსული სტუმრებისთვის. 

პროექტს ფონდი „ქართუ“ აფინანსებს და მისი მშენებლობა 2020 წელს დასრულდება. 

ზუგდიდის თეატრი ავარიულ მდგომარეობაში იყო და დასი წარმოდგენებს ვერ მართავდა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031