გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სარფის საბაჟოზე ავტომანქანების გადაადგილება შეფერხებულია

13-07-2019

სარფის საბაჟოზე ავტომანქანების რიგია.


როგორც შსს-ში აცხადებენ, შეფერხება სარფის საბაჟოზე თურქეთის მხრიდან შეიქმნა, კერძოდ, ადგილი აქვს ტექნიკურ შეფერხებას.


„სამი საათია ვდგავართ და ველოდებით, გვეუბნებიან, რომ შეფერხებაა თურქეთის მხარეს, როდის დავიძვრებით ადგილიდან, არაფერს გვეუბნებიან“, – ამბობს ტრაილერის მძღოლი.


ამასთან, უპრობლემოდ გადაადგილდებიან ფეხით გადამსვლელები.


შსს განმარტავენ, რომ საპატრულო პოლიცია სარფის მიმართულებით მოძრაობას აწესრიგებს.



1tv.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031