გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
3-დღიანმა გადაუღებელმა წვიმამ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებს პრობლემები შეუქმნა

14-07-2019

მარნეულის მუნიციპალიტეტში 3-დღიანმა გადაუღებელმა წვიმამ პრობლემები შექმნა. 

რამდენიმე სოფელში სტიქიის შედეგებს ებრძვიან. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა სოფელ ქირაჩმუღალოში.

არსებული ინფორმაციით, სტიქიის ადგილას განადგურებულია მოსავალი, დატბორილია სახლები და ბაღები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, დაკეტილია წითელი ხიდისაკენ მიმავალი ცენტრალური მაგისტრალიც.

ადგილობრივთა თქმით, სტიქიის ადგილას წვიმის დროს პრობლემები ხშირად იქმნება, რადგან სოფელში მოუწესრიგებელია სანიაღვრე არხები.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031