გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბელიაშვილის ქუჩაზე ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

15-07-2019

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ბორდიურს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ავტომობილის მძღოლი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.


მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანების ჯანმრთელობას ზიანი მიაყენა.





https://www.interpressnews.ge/ka/

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930