გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჰითროუს აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე 12 წლის ბიჭი ბილეთის გარეშე ავიდა

15-07-2019

12 წლის ბიჭი ლონდონში, ჰითროუს აეროპორტში ერთ-ერთი თვითმფრინავის ბორტზე ბილეთის გარეშე ავიდა.


ბრიტანული მედიის ინფორმაციით, 12 წლის ბიჭი, ბორტზე მშობლების და ბილეთის გარეშე მოხვდა.


ის გამცილებელმა შენიშნა და ბილეთი მოსთხოვა, რათა ადგილი მიეთითებინა.


საბოლოოდ ბავშვი თვითმფრინავიდან პოლიციამ ჩაიყვანა და უსაფრთხოების მიზნით დაუყონებლივ ყველა მგზავრის ევაკუაცია განხორციელდა, რის გამოც რეისი თითქმის ოთხი საათით გადაიდო.


ჯერ უცნობია, როგორ მოხვდა 12 წლის ბიჭი ბორტზე პასპორტის გარეშე.


ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.


https://1tv.ge/

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930