გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯგუფი „მგზავრები“ 26 ივლისს მოსკოვში კონცერტს გამართავს

15-07-2019

26 ივლისს მოსკოვის მწვანე თეატრში ჯგუფ „მგზავრების“ კონცერტი გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ მწვანე თეატრის ვებგვერდი ავრცელებს.


როგორც ღონისძიების ვებგვერდზეა აღნიშნული, „თბილისური ჯგუფი „მგზავრები“ მოსკოვს ტრადიციული საზაფხულო კონცერტით უბრუნდება“.


„სახელგანთქმულ მწვანე თეატრში მორიგი კონცერტის გამართვა ჩვენთვის ძალიან ამაღელვებელია.


ხუთი წლის წინ ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი ჯგუფი, ვინც განახლებული სცენის გახსნაზე დაუკრა“, - განაცხადა ჯგუფის სოლისტმა გიგი დედალამაზიშვილმა.


მისივე თქმით, კონცერტზე როგორც ბოლო ალბომში შესული კომპოზიციები, ისე ჯგუფის 13-წლიანი ისტორიის განმავლობაში ჰიტებად ქცეული სიმღერებიც შესრულდება.



https://imedinews.ge/ge/

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930