გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაზა გაბუნია: არ არის გასაკვირი თუ ჩვენს დროშიც სჭირდება დედაენას დაცვა

16-07-2019

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით, “დედაენის” როგორც ფასეულობის დაცვა, მისი ოფიციალურ საგანმამანთლებლო პროცესში ჩართვითაა შესაძლებელი და ეს არის იუნესკოს მოთხოვნაც.

ზაზა გაბუნია: “ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ "აი ია"-ს, ამ გენიალური პალინდრომის პრინციპზე აგებული და იაკობ გოგებაშვილის მეთოდით შექმნილი დედაენა შევა სკოლებში, სადაც გათვალისწინებული იქნება თანამედროვეობაც. ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა და ვულოცავ მთელ საქართველოს!

ჩვენ გვჭირდება ტექნოლოგიები, განვითარება, თანამედროვე ცოდნა და ამავდროულად უაღრესად დიდი საგანმანათლებლო ტრადიციების და ფასეულობების დაცვა, რასაც წარმოადგენს “დედაენა” და მისი დაცვა და მოვლა სწორედ ფორმალურ საგანმანათლებლო პროცესში ჩართვითაა შესაძლებელი, რასაც მიუთითებს და ითხოვს იუნესკო და ამ პრინციპს დაეფუძნა კიდეც ჩვენს მიერ მიღებული კანონის მოთხოვნაც.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930