გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია ვოლსკი: თუკი დაკავება პოლიტიკური ნიშნით მოხდა, მაშინ გარკვეული აღიარებაცაა, რომ პოლიტიკური ნიშნით იყო ორგანიზებული თავდამსხმელთა ჯგუფი

16-07-2019

წინასწარ საუბარი იმაზე, რომ პოლიტიკური ნიშნით ხდება ადამიანების დაკავება, ხელს უშლის გამოძიებას, - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ პირებზე საუბრისას გააკეთა.

"როგორც გავიგეთ, ჩვენი ოპონენტები, მე ვიტყოდი საქართველოს ოპონენტები, "ნაციონალური მოძრაობა" აცხადებს, რომ ადამიანების დაკავება პოლიტიკური ნიშნით მოხდა. კადრებში კი ჩანს, როგორ უტევენ ეს ადამიანები პოლიციელებს, არღვევენ კანონს და პოლიციელების მიმართ ძალადობენ იმ მიზნით, რომ პარლამენტში შემოჭრილიყვნენ. თუკი დაკავება პოლიტიკური ნიშნით მოხდა, მაშინ გარკვეული აღიარებაცაა, რომ პოლიტიკური ნიშნით იყო ორგანიზებული თავდამსხმელთა ჯგუფი. მე არ ვუჭერ მხარს არც ერთ განცხადებას, სანამ ზუსტი არგუმენტები არ იქნება პროკურატურის მხრიდან წარმოდგენილი სასამართლოში და სამართლის მიერ არ იქნება დასაბუთებული გადაწყვეტილება“, -განაცხადა ვოლსკიმ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930