გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შემოსავლების სამსახურმა სადახლოზე, სარფსა და წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინა

17-07-2019

9-17 ივლისს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სადახლო-სავტომობილო“, „სარფი“, ,,წითელი ხიდი“ და „ნინოწმინდა“ არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური და მათი კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, ჯამში, 20,640 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს, ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930