გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შს მინისტრის მოადგილე ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწეს ჯონათან პერიშს შეხვდა

17-07-2019

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე ოპერაციების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწეს, ჯონათან პერიშს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სასაზღვრო პოლიციის უფროსი, თეიმურაზ კეკელიძე, ნატოს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დირექტორატის წარმომადგენელი, გუსტავ ვრომენი და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელძღვანელი, როზარია პუგლისი.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაში შემავალი საკითხების მიმდინარეობაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.

ნინო ჯავახაძემ მადლობა გადაუხადა ნატოს წარმომადგენლებს, ალიანსის მიერ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031