გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სენაკის მერიაში მუნიციპალიტეტის მოქალაქეებთან შეხვედრა გაიმართა

17-07-2019

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან კუპრეიშვილი და მერის მოადგილე, კახაბერ კუპრეიშვილი მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდნენ.

პრობლემები ძირითად სოციალურ, ჯანდაცვის, დასაქმების, ინფრასტრუქტურულ საკითხებს ეხებოდა.

მუნიციპალიტეტის მერმა, მოადგილესთან ერთად, თითოეული მოქალაქის პრობლემა ინდივიდუალურად მოისმინა და კომპეტენციისა და კანონიერების ფარგლებში, მათ დროულ რეაგირებას შეპირდა. 

სენაკში მცხოვრებთა წინაშე არსებული პრობლემების ეფექტური მოგვარება ადგილობრივი ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია.

სენაკის მინიციპალიტეტის მერიის ცნობით, მოქალაქეთა მიღება კვლავაც აქტიურად გაგრძელდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031