გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ მახარობლიძე: მხარეს აქვს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, რაც არ აჩერებს საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას

18-07-2019

სამართალმცოდნე, თამარ მახარობლიძე „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებს და ამბობს, რომ ქართული სასამართლოს მართლმსაჯულების ხარისხი უკვე საერთაშორისო დონეზე დადასტურდა. 

„რ2“-ს საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არცერთ მუხლზე დარღვევა არ დაადგინა, მათ შორის, კონვენციის მე-6 მუხლის ნაწილში, რომელიც ეხება სამართლიანი სასამართლოს უფლებას. ამასთანავე, სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი.

საქმეში განხილულ იქნა ბევრი ეპიზოდი სამართლიანი სასამართლოს უფლების ჭრილში, საბოლოოდ კი დადგინდა, რომ საქმეზე სამართლიანი მართლმსაჯულება განხორციელდა.

კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმისა, რომ საქართველოში სასამართლო მიუკერძოებელი და დამოუკიდებელია! საქმის სრული გამარჯვებით დასრულებით, ქართული სასამართლოს მართლმსაჯულების ხარისხი უკვე საერთაშორისო დონეზე დადასტურდა! ჩვენი მართლმსაჯულების სისტემის ნამდვილად დიდი აღიარებაა. „რ2“ კი სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში, ამჯერად, სტრასბურგში დამარცხდა.მხარეს აქვს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, რაც არ აჩერებს საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას“. - წერს თამარ მახარობლიძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31