გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქართველი ხმლით მოფარიკავე, მსოფლიო რეიტინგში მერვე ადგილზეა

19-07-2019

ქართველი ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე მსოფლიო რეიტინგში ხუთი საფეხურით დაწინაურდა. ახლა ის, ფრანგ ბოლად აპიტისთან, მერვე ადგილს იყოფს.


ბაზაძისთვის ეს კარიერის საუკეთესო მაჩვენებელია. აქამდე მისი ყველაზე მაღალი შედეგი მეცხრე პოზიცია იყო.


მოფარიკავის წინსვლა რეიტინგში მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლას უკავშირდება. ასპარეზობა მან მე-12 ადგილზე დაასრულა. მსგავსი რეზულტატი ბაზაძეს 2017 წელსაც ჰქონდა, თუმცა რეიტინგში ასე წინ არ წასულა.


რაც შეეხება საქართველოს ნაკრების სხვა წევრებს, მიხეილ მარდალეიშვილი 47-ე ადგილზე დარჩა, ბექა ბაზაძემ მცირედით უკან დაიხია და 73-ეა, ნიკა შენგელია კი 112-ეა.




https://1tv.ge/

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031