გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა გამყრელიძე: გუშინდელი გადაწყვეტილებით სასამართლომ ირიბად სცნო, რომ წინა ხელისუფლების დროს ხორციელდებოდა უხეში ზეწოლა დამოუკიდებელ მედიაზე

19-07-2019

პოლიტიკოსი, მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

მამუკა გამყრელიძის თქმით, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით გამოჩნდა, რომ წინა ხელისუფლების დროს ხორციელდებოდა უხეში ზეწოლა დამოუკიდებელ მედიაზე.

მამუკა გამყრელიძე ასევე აღნიშნავს, რომ წინა ხელისუფლების დროს სასამართლო არ იყო თავისუფალი, დღეს კი ეს საკითხი მოგვარებულია.

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება უფრო მძიმეა, ვიდრე მხოლოდ რუსთავი 2-ის დაკარგვა. გუშინდელი გადაწყვეტილებით სასამართლომ ირიბად სცნო, რომ წინა ხელისუფლების დროს ხორციელდებოდა უხეში ზეწოლა დამოუკიდებელ მედიაზე, არ იყო გარანტირებული კერძო საკუთრება, სასამართლო არ იყო თავისუფალი და დღეს, ამ ხელისუფლების პირობებში ეს საკითხები მოგვარებულია. 
აი რა მაფიქრებს და რას ვუხვარ. როგორ შემოგვიტრიალდება ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ ვიცით. პროპაგანდის თვალსაზრისით აუცილებლად იქნება შედეგები“, - წერს მამუკა გამყრელიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სტრასბურგის სასამართლომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დადგინდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930