გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრს პატიმრობა მიესაჯა

19-07-2019

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრს კობა კოშაძეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.


გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.


დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე კოშაძისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, ვინაიდან პოკურორის განმარტებით, დაკავებულის მხრიდან მიმალვის, მტკიცებულებათა განადგურებისა და ახალი დანაშაულის საფრთხე არსებობს.


აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა. ადვოკატმა კოშაძის 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებისა და პირადი თავდებობის შესახებ შუამდგომლობა დააყენა. ადვოკატის განმარტებით, კობა კოშაძეს თავდებში უდგებიან კონსტანტინე კემულარია, გუბაზ სანიკიძე და გურამ ჩალაღაშვილი.

გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობდა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.



https://pia.ge/

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930