გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ოქრუაშვილი: კიწმარიშვილს სულზე მივუსწარი, როდესაც აპირებდა "რუსთავი2"-ის გაყიდვას

21-07-2019

პოლიტიკური მოძრაობა „გამარკვებული საქართველოს“ დამფუძნებელმა, ირაკლი ოქრუაშვილმა „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ დავაზე "შაბათის კურიერთან" ისაუბრა.

მისი თქმით, ტელევიზიის ერთადერთი კანონიერი მფლობელია და "რუსთავი 2" გაყიდვას გადაარჩინა.

"2004 წელს, ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე თვეებისთანავე, ეროსი კიწმარიშვილს როდესაც გაუჩნდა ფინანსური პრობლემები და გრკვეული სახის მოტივაცია, „რუსთავი 2“ გაეყიდა, სულზე მივუსწარი მე მას, როდესაც „ნიუს კორპისგან“ , რომლის უკანაც ბადრი პატარკაციშვილი იდგა, აღებული ჰქონდა ბეს სახით 800 ათასი დოლარი და უკვე შეთანხმებული იყო მათთან კომპანიის გაყიდვაზე, ისე, რომ დვალიც და აქიმიძეც ამ მოლაპარაკების და ამ გარიგების მონაწილეები იყვნენ და მისთვის დასტური მიცემული ჰქონდათ. ამ დროს მივდივარ მათთან მე და ვეუბნები, დააბრუნეთ ეგ ფული უკან და მე მოგცემთ ჩემს 10 პროცენტს უსასყიდლოდ, რომელიც „ჯორჯიან ონლაინში“ გამაჩნია, ამას გიტოვებთ მე ბედ, და დანარჩენ თანხას გადაგიხდით გარკვეული დროის შემდეგ" - განაცხადა ოქრუაშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930