გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეგზიტპოლების შედეგებით უკრაინაში ვადამდელ არჩევნებში ზელენსკის პარტიამ გაიმარჯვა

22-07-2019

უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დასრულდა. ცესკო წინასწარ შედეგებს რამდენიმე საათში გამოაცხადებს, თუმცა იქამდე ცნობილი ეგზიტპოლების მონაცემები ხდება, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის პარტია ლიდერობს.


რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს ცნობით ვოლოდიმირ ზელენსკის „ხალხის მსახური“ 43.9%-ით პირველ ადგილზეა, მას 11.5%-ით „პლატფორმა სიცოცხლისთვის“ მოსდევს. მესამე ადგილს 8.9%-ით ექსპრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს „ევროპული სოლიდარობა იკავებს. 5%-იან ბარიერს ლახავს ასევე ტიმუშენკოს „ბატკივშინა“ და როკმუსიკოს ვაკარჩუკის „გოლოსი.“ თითქმის იდენტურია ევრონიუსის მიერ გავრცელებული შედეგები სადაც ზელენსკი პარტიას ამომრჩეველთა 44.4% უჭერს მხარს, პოროშენკოს პარტიას კი 8.5%.


რადაში 424 ადგილისთვის სულ 22 პარტია იბრძვის. დეპუტატებს შერეული - მაჟორიტარული და პროპორციული წესით ირჩევენ.


ვოლოდიმირ ზელენსკი 21 აპრილს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 73.22%-იანი უპირატესობით გაიმარჯვა, მოვალეობის შესრულებას კი 20 მაისიდან შეუდგა.




https://pia.ge/

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930