გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მავრიტანიაში დამწვარ გემზე საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ

22-07-2019

საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემზე, რომელიც მავრიტანიის სანაპიროსთან დაიწვა, საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ.


ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.


უკრაინული მედიის ინფორმაციით, საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემის „ივან გოლუბეცის“ ბორტზე ხანძრის გაჩენის დროს 90 ადამიანი იმყოფებოდა.


ხანძრის შედეგად ეკიპაჟის ერთი წევრი გარდაიცვალა. ცეცხლი სამანქანო განყოფილებაში გაჩნდა და მალევე გემს მოედო. ძლიერი კვამლის გამო კაპიტანმა ეკიპაჟს გემის დატოვების ბრძანება მისცა.


ერთ-ერთი თვითმხილველის ინფორმაციით, გემის ეკიპაჟი სხვა გემებზე გადასვეს, ვინაიდან მავრიტანიის ფლოტის შემადგენლობაში სახანძრო და სამაშველო გემები არაა. გემს დიზელური საწვავი და თევზეული გადაჰქონდა.





https://imedinews.ge/ge/




ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930