გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქიბარ ხალვაში ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ხელმოწერის ნიმუშის დასატოვებლად მივიდა

24-07-2019

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საკუთარი ხელმოწერის ნიმუშის დასატოვებლად მივიდა.


ქიბარ ხალვაშმა სამარცხვინო უწოდა ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას იმის შესახებ, თითქოს ხალვაში ხელმოწერის ნიმუშის ჩაბარებაზე უარს აცხადებს.


„ვინც ამას ლაპარაკობს, იმაზე სამარცხვინო კაცი არ დადის ქვეყანაში, მოვედი ჩემი ხელმოწერის მისაცემად. ხომ არ დავმალულვარ?", - განაცხადა ხალვაშმა.

პოლიტიკური მოძრაობა ,,გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ „რუსთავი 2“-ის მესაკუთრე თავადაა, რისი დამადასტურებელი საბუთიც აქვს, რასაც მისივე თქმით, ხელს ქიბარ ხალვაში აწერს.


ოქრუაშვილი ხალვაშისგან ხელმოწერის ნამდვილობის დასადასტურებლად ექსპერტიზის ბიუროში მისვლას ითხოვდა.






https://pia.ge/

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031