გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იუსტიციის სამინისტრომ საქმეზე „რუსთავი 2“ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თარგმანი გამოაქვეყნა

24-07-2019

„ევროპული კონვენციისა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოქვეყნებისა და გავრცელების შესახებ“ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2002 წლის 18 დეკემბრის რეკომენდაციის საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აქვეყნებს საქმეზე შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2” და სხვები საქართველოს წინააღმდეგ ევროპული სასამართლოს 2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილების ქართულ თარგმანს. 

გადაწყვეტილების სრული ვერსიის ქართული თარგმანი, დადგენილი წესით, უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე, სადაც ხელმისაწვდომია სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქართველოსთან მიმართებით გამოტანილი გადაწყვეტილებები.

იხილეთ თარგმანი: http://justice.gov.ge/News/Detail?newsId=7942 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31