გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ტურისტი დაიღუპა

24-07-2019

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულაში მსუბუქი ავტომანქანა ხევში გადაიჩეხა, რის შედეგადაც მძღოლი, ჩინეთის მოქალაქე დაიღუპა.


გარდაცვლილი 23 წლის ქალია. შემთხვევა გუშინ მოხდა.


შს სამინისტროში მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მუხლი ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.






https://pia.ge/

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930