გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მკვლელობა თუ თვითმკვლელობა - თბილისში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით არაოფიციალური ვერსია ვრცელდება

25-07-2019

გურამიშვილის გამზირზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი ვერსია ვრცელდება. 

არაოფიციალური ვერსიით, შესაძლებელია, რომ ერთ - ერთ გარდაცვლილს იარაღი გაუვარდა და მეგობარი შემოაკვდა, რის შემდეგაც თავი მოიკლა. 

ეს ვერსია არ არის ერთადერთი. გამოძიება მუშაობს მკვლელობის შესაძლო ვერსიებზეც და განიხილავს მესამე პირის არსებობასაც. 

საგამოძიებო უწყების გამომძიებლები სამხარაულის ექსპერტიზის ექსპერტ - კრიმინალისტების დასკვნას ელოდებიან. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ სამართალდამცავებმა მკვლელობის ადგილზე ნახეს მკვლელობის იარაღი. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930