გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ფილიპინებზე მომხდარ ძლიერ მიწისძვრას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

27-07-2019

ფილიპინებზე მომხდარი ორი მიწისძვრის შედეგად, პროვინცია ბატანესის რაიონში 8 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 60 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.


ერთი მიწისძვრა 5,4 მაგნიტუდა სიმძლავრის იყო, ხოლო მეორე – 5,9. ისინი რამდენიმე საათიანი შუალედით მოხდა, ერთი ადგილობრივი დროით დილის 04:16 საათზე მოხდა, როდესაც უმეტესობას ჯერ კიდევ ეძინა. მიწისძვრების შედეგად აგრეთვე დაზიანდა ეკლესიები და საცხოვრებელი სახლები.


„ჩვენ ვხედავდით, როგორ იბზარებოდა სახლები. შენობების კედლები ინგრეოდა და ადამიანებს ეცემოდა. ზოგიერთი დაიღუპა, რადგან ღრმად ეძინათ“, – აცხადებს ადგილობრივი პოლიცია.


ფილიპინებზე აპრილის მიწურულსაც მოხდა მიწისძვრა 6,3 მაგნიტუდა სიმძლავრის, რომლის შედეგადაც დაიღუპა 11 ადამიანი.



https://ipress.ge/

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031