გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქართველი კინორეჟისორის ფილმი “მოსავალი” პალიჩის ევროპული ფილმების ფესტივალზე კრიტიკოსთა ჟიურის პრიზით დაჯილდოვდა

28-07-2019

მიშო ანთაძის დოკუმენტური ფილმი “მოსავალი” პალიჩის ევროპული ფილმების ფესტივალზე კრიტიკოსთა ჟიურის პრიზით დაჯილდოვდა. ფილმი წარმოდგენილი იყო სექციაში “პარალელები და შეხვედრები” (Parallels and Encounters).

ჟიურის წევრთა შეფასებით, ეს არის გამორჩეულად დახვეწილი ნამუშევარი დებიუტანტი სრულმეტრაჟიანი ფილმის ავტორისგან.

“მოსავალი” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომლის მსოფლიო პრემიერა როტერდამის კინოფესტივალზე შედგა.

„მოსავალი“ ქართულ-ამერიკული კოპროდუქციაა. ფილმის პროდიუსერია ნათია გულიაშვილი. მოვლენები კახეთში ვითარდება. ამ აგრიკულტურულად მდიდარი მიწის მაცხოვრებლები ახლა ვირტუალური მოსავალის მოპოვების ციებ-ცხელებით არიან შეპყრობილნი. “მოსავალი” ჩუმი დაკვირვებაა ადამიანის, ლანდშაფტისა და ტექნოლოგიის ურთიერთკავშირზე კრიპტოვალუტის ეპოქაში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31