გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სამართალდამცველებმა ახალქალაქში ინტერპოლის მიერ ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

28-07-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ახალქალაქში ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავეს.

1989 წელს დაბადებული აზერბაიჯანის მოქალაქე - თ. გ. განზრახ მკვლელობის ჩადენისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით 2015 წლიდან იძებნებოდა.

ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31