გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილი თავისი გაქცევის ეტაპს ახლა ძალიან სწრაფად აახლოებს

28-07-2019

"ივანიშვილი თავისი გაქცევის ეტაპს ახლა ძალიან სწრაფად აახლოებს", - ამის შესახებსაქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქისყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილსააკაშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქით“ გავრცელებული ვიდეომიმართვისას განაცხადა.

,,საქართველო არის სხვა მენტალიტეტის ქვეყანა, სხვა ღირსებისა და სხვა ეკონომიკის ქვეყანა, ის არ დგას ნავთობსა და გაზზე. 

საქართველოში არ არის საშუალება დიქტატურის დამყარების. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ამიტომ ვერ მოხდება საქართველოში ვერც პუტინიზაცია, ვერც ბელარუსიზაცია. რასაც რეალურად აკეთებს, არის საქართველოს ასლანიზაცია. ვისაც ყველაზე მეტად ჰგავსი ვანიშვილი, არის ასლან აბაშიძე. აბაშიძე ასევე „ბეზპრეძელშიკობდა“, ზუსტად ასევე მარიაჟობდა, ყველას იჭერდა და ყველას სცემდა იმ მომენტამდე, სანამ არ გაიქცა.

ივანიშვილი თავისი გაქცევის ეტაპს ახლა ძალიან სწრაფად აახლოებს, ოღონდ მას გაქცევის საშუალება არ უნდა მივცეთ. ვერ გავუშვებთ ქვეყნიდან ადამიანს, რომელიც თან წაიღებს თქვენგან მოპარულ მრავალ მილიარდს. მას აქვს ძალიან დიდი მზაკვრული გეგმები საქართველოს მიმართ, ამიტომ მნიშვნელოვანია, როდესაც მისი გაქცევის მომენტი დადგება, ამის საშუალება არმიეცეს. ეს მომენტი ძალიან მალე დადგება”, - განაცხადა მიხეილ სააკაშილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930