გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ყაჩაღობასა და ცივი იარაღის ტარებისთვის ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

30-07-2019

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობასა და ცივი იარაღის ტარებისთვის ბრალდებული კ.რ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 27 სექტემბერს, კ.რ. ქ.თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე ოქროს ყელსაბამის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დანით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით თავს დაესხა თ.ყ.-ს.

სამართალდამცველებმა კ.რ. 2018 წლის 27 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი იმის მიერ, ვინც 2-ჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის ან გამოძალვისთვის), 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ცივი იარაღის ტარება განზრახ მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ) და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ კ.რ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930