გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დაურ კოვე სოხუმის აეროპორტზე თბილისის განცხადების შესახებ: ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის

30-07-2019

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, რომ საქართველოს ხელისუფლების განცხადება სოხუმის აეროპორტის შესახებ აფხაზეთის იზოლაციის მცდელობაა.


„საქართველოს საგარეო სამინისტროს განცხადება აფხაზეთსა და სხვა ქვეყნებს შორის საერთაშორისო საავიაციო მიმოსვლის დაუშვებლობაზე არის მორიგი, უკვე ჩვეული მცდელობა აფხაზეთის სრული იზოლაციის დანარჩენი სამყაროსგან. არ გამოუვათ - ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“, - წერს დაურ კოვე.


საქართველოს სამოქალაქო საავიაციო სააგენტო გასულ კვირაში გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებას სოხუმის აეროპორტის აღდგენის შესახებ. სააგენტოში აცხადებენ, რომ საქართველოს ნებართვის გარეშე, სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა ვერ განხორციელდება.







https://pia.ge/

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031