გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა საგადასახადო სამართალდარღვევის 440 ფაქტი გამოავლინა

30-07-2019

22 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით, განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად საგადასახადო სამართალდარღვევის 440 ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შემოწმდა 2 909 გადამხდელი, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები: 

საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 120 შემთხვევა; 

ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 31 შემთხვევა; 

მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 289 შემთხვევა. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930