გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა

31-07-2019

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მოქალაქე რ.უ. - ს განზრახ მკვლელობისთვის და მასთან ერთად ა.ს. - ს განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული ა.მ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 16 ნოემბერს, ქ. თბილისში, ონაშვილის ქუჩაზე, ა. მ. - მ დანის გამოყენებით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მოკვლის განზრახვით სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისთვის სახიფათო არაერთი ჭრილობა მიაყენა რ.უ. - ს და ა. ს. - ს. მიყენებული ჭრილობების შედეგად ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დაჭრილი ა.ს. - ს გადარჩენა დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად მოხერხდა.

სამართალდამცველებმა ა.მ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი პირის მკვლელობის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული ა.მ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031