გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მერაბ ქვარაია: ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით მიღებული შედეგები და არსებული სტატისტიკა შთამბეჭდავია

31-07-2019

პარლამენტარი მერაბ ქვარაია შსს-ს მიერ ნარკომოვაჭრეების დაკავების მორიგ შემთხვევას აფასებს და მბობს, რომ ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით მიღებული შედეგები შთამბეჭდავია.

"ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით მიღებული შედეგები და არსებული სტატისტიკა შთამბეჭდავია. იგი ცხადად მეტყველებს იმ რეფორმების ხარისხზე და მნიშვნელობაზე, რომელიც შს სამინისტროში მიმდინარეობს. ეს კი პასუხია კითხვაზე, თუ რატომ აირჩია ოპოზიციამ განსაკუთრებულ სამიზნედ წარმატებული უწყების წარმატებული მინისტრი. მისასალმებელია, რომ მიუხედავად დისკრედიტაციის მცდელობისა, რასაც ოპოზიციისგან ყოველდღიურ რეჟიმში ვადევნებთ თვალს, გიორგი გახარია წარმატებით აგრძელებს დაწყებულ რეფორმებს და პოლიცია ყოველდღიური საქმიანობით მაღალ დონეზე იცავს წესრიგს და საზოგადოებრივ ინტერესებს", - განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031