გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ზარზმის სამონასტრო კომპლექსის რესტავრაცია–რეაბილიტაცია დროს ლოდებით გადახურული ნაგებობა აღმოაჩინეს

1-08-2019

ადიგენში, ზარზმის სამონასტრო კომპლექსის რესტავრაცია–რეაბილიტაცია დროს, ტაძრის მახლობლად, ლოდებით გადახურული ნაგებობა აღმოაჩინეს. ამის გამო მიმდებარე ტერიტორიაზე სამუშაოები დროებით შეჩერდა.


„მომენტალურად გააჩერეს სამუშაოები, აღმოაჩინეს საყოფაცხოვრებო სივრცე, რომელიც ლოდებითაა გადახურული. არქეოლოგები ჩავლენ და შემდეგ გაარკვევენ რა არის", – აცხადებენ ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოში.


ზარზმაში სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს „არქიტესტი“ ასრულებს.


„ჯერ არ იციან, რა არის. არქეოლოგები ჩავლენ ამ დღეებში და გავარკვევთ“, – განაცხადეს მუნიციპალური განვითარების ფონდში.


სამუშაოებისათვის 2 518 961 ლარი დაიხარჯება, რომლის 20% სახელმწიფო ბიუჯეტიდანაა, 80%-ს კი მსოფლიო ბანკი დააფინანსებს.


პროექტის მიხედვით, ზარზმის სამონასტრო კომპლექსის ისტორიულ ნაგებობებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება; ასევე მონასტრის მიმდებარედ მოეწყობა ავტოსადგომი; გაკეთდება ტაძრიდან 150 მეტრში არსებული „თამარის წყარო“ და წყარომდე მისასვლელი საფეხმავლო გზა.




http://sknews.ge/




ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930