გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო საქონლის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

1-08-2019

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული სასაქონლო ზედნადების მონიტორინგის მიზნით გატარებული ღონისძიებების შედეგად, აქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. 

კერძოდ, სამართალდამრღვევი მოქალაქე, აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის, (8400 ღერი სიგარეტი და 600 კგ. თუთუნი) ტრანსპორტირებას ახორციელებდა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი აქციზური მარკების გარეშე ტრანსპორტირებული საქონელი ჩამოერთვა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930