გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
სასამართლომ ზვიად კუპრავას პატიმრობა შეუფარდა

1-08-2019

თბილისის საქალაქო სასამართლომ „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელს, ზვიად კუპრავას, 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმე ეხება 2018 წლის 11 ივნისს მომხდარ ფაქტს, რაშიც გამოძიება კუპრავას სასამართლოს უპატივცემულობაში ედავებოდა. სასამართლოს შენობაში მოსამართლის შეურაცხყოფისთვის მას აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდა. გირაოს ქვეშ მყოფმა კი გამოძიების ინფორმაციით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთ ადვოკატს, ირაკლი ზაქარეიშვილს და მას უკვე ძალადობის მუხლით წარედგინა ბრალდება.


გირაოს პირობების დარღვევის – ახალი დანაშაულის შესაძლო ჩადენის, სამართალდამცავ ორგანოში არგამოცხადების, მართლმსაჯულებისთვის თავის არიდების გამო, სასამართლოს გადაწყვეტილებით, 21 თებერვალს, ზვიად კუპრავას გირაო შეეცვალა პატიმრობით. დეტალებით ხათუნა გაგნიძე.



https://1tv.ge/

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031