გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
კიევში დაკავებულ არალეგალურ მიგრანტებს შორის ქართველებიც არიან

3-08-2019

კიევში სამართალდამცველებმა 119 არალეგალი მიგრანტი დააკავეს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან.


ამის შესახებ ადგილობრივი მედია ქვეყნის ეროვნული პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.


ოპერაციის დროს პოლიციამ საქართველოს, აზერბაიჯანის, უზბეკეთის და ტაჯიკეთის მოქალაქეები აიყვანა. პოლიციის ინფორმაციით, მათ „მოქალაქეობის არმქონე პირების მიერ უკრაინაში ყოფნისა და ქვეყნის ტერიტორიაზე ტრანზიტით გავლის წესები დაარღვიეს“.


როგორც ცნობილია, 50 არალეგალ მიგრანტს სამშობლოში იძულებით დააბრუნებენ, 36 პირს უკრაინაში ყოფნის ვადა შეეზღუდა, 10 ადამიანი კი, უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის განკუთვნილ ბანაკში გადაიყვანეს.


არალეგალი მიგრანტები „ტროეშჩინას“ სახელით ცნობილ ბაზარში მუშაობდნენ.



https://1tv.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031