გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ირაკლი კობახიძე ჩაბუქის გათავისუფლებაზე: ჩვენ პატივს ვცემთ სასამართლოს გადაწყვეტილებას

19-02-2018

„ეს იყო სასამართლოს მიერ მისაღები გადაწყვეტილება და საქართველოში სასამართლომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ჩვენ, ბუნებრივია, პატივს ვცემთ ამას“- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დემირელის კოლეჯის დირექტორის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის გირაოთი გათავისუფლებას.
მისივე თქმით, თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ამ ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობები აუცილებლად გაგრძელდება.

„რაც შეეხება საერთაშორისო პოზიციებს და ჩვენ პარტნიორებთან ურთიერთობას, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, ყველა პირობებში დავალაგოთ ურთიერთობები ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან. თურქეთი არის ჩვენთვის სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენი მეგობრული ურთიერთობები აუცილებლად გაგრძელდება. მე ამაში დარწმუნებული ვარ“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31