გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„წითელ ხიდზე“ არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

19-02-2018

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი”, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქის ჰ.გ-ს  კუთვნილი ხელჩანთებისა და ფიზიკური დათვალიერებისას, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა 61,83 გრ.) ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 5,432.86 ლარი შეადგინა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში, 5,432.86 ლარის ოდენობით შეეფარდათ.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930