გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რუსთაველზე მიმდინარე აქციის მონაწილე - შოთა დიღმელაშვილის მსგავსი ადამიანებისთვის წარმოუდგენელია, რომ მართულები არ იყვნენ

5-08-2019

"ჩვენ უნდა გავაპროტესტოთ ოკუპაცია პოლიტიკოსების გარეშე, ჩვენ აქ ვხედავთ პოლიტიკურ სახეებს, რომლებსაც ძალიან დიდი დანაშაული მიუძღვით“ - განაცხადა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მისულმა მოქალაქემ, რომელმაც სიტყვით გამოსვლა ითხოვა, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მიეცა.

მისი თქმით, აქციის მონაწილეები გაემიჯნენ ოპოზიციის ერთ წარმომადგენელს, მაგრამ არ გაემიჯნენ სხვებს, რომლებსაც ძალიან დიდი დანაშაული მიუძღვით. მან ჰკითხა აქციის მონაწილეებს, რატომ არ ემიჯნებიან პოლიტიკურ პროცესებს.

”რატომ არ ემიჯნებით პოლიტიკურ პროცესებს . დავცალოთ ეს აქცია პოლიტიკოსებისგან, ვნახავთ, რომ აქ დარჩება 20 ადამიანი. ესენი ახალგაზრდების სახელით არ უნდა ლაპარაკობდნენ. წარმოუდგენელია ამ ადამიანებისთვის, რომ საქართველოში ჯანსაღად მოაზროვნე ახალგაზრდებს, ვისაც აქვს პროდასავლური ხედვა, დააფიქსირონ საკუთარი აზრი პოლიტიკური პროცესების და სარჩულის გარეშე. მაგალითად შოთა დიღმელაშვილი. წარმოუდგენელია მსგავსი ადამიანებისთვის, რომ ისინი არ იყვნენ მართულები“ - განაცხადა მან. 

მის განცხადებას აქციაზე შელაპარაკება მოჰყვა , თუმცა, სამართალდამცავების ჩარევის შემდეგ სიტუაცია მალევე განიმუხტა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930