გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში სააპელაციო განაცხადების მიღება იწყება

6-08-2019

ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის სააპელაციო განაცხადების მიღება 7 აგვისტოს 10:00 საათიდან დაიწყება და 13 აგვისტოს 18:00 საათამდე გაგრძელდება. პროცესი მხოლოდ ელექტრონულად მიმდინარეობს ვებგვერდებზე: online.naec.ge და www.naec.ge. 
აბიტურიენტს შეუძლია გაასაჩივროს როგორც ერთი, ასევე რამდენიმე დავალება.

განაცხადებს განიხილავს საგანგებოდ შექმნილი დამოუკიდებელი კომისია, რომელიც თავიდან ასწორებს მთელ ნაშრომს ან კონკრეტულ დავალებას. ქულის ცვლილების (მომატების ან დაკლების) შემთხვევაში გამოცდების მონაწილეს აპელაციისთვის გადახდილი თანხა სრულად უბრუნდება. 

აპელაციის შედეგები გამოქვეყნდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე. 

შეგახსენებთ, რომ აბიტურიენტებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღის 18:00 საათამდე შესაძლებლობა აქვთ ცვლილებები შეიტანონ საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში. 

სააპელაციო განაცხადის შევსების დეტალური ინსტრუქციის ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე www.naec.ge 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031