გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონიაშვილის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიესაჯა

8-08-2019

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და განზრახ მკვლელობისთვის და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული ა.მ. დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 16 ნოემბერს, ქ.თბილისში, ონაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა.მ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მოკვლის განზრახვით, რ.უ.-ს და ა.ს.-სსხეულის სხვადასხვა არეში დანით სიცოცხლისთვის სახიფათო რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული ჭრილობის შედეგად რ.უ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ა.ს.-მ გაქცევით უშველა თავს. გადაუდებელი ოპერაციების შედეგად მისი გადარჩენა მოხერხდა.

სამართალდამცველებმა ა.მ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი პირის მკვლელობის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ა.მ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031