გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკოლოზ მეტრეველი: "ნაციონალური მოძრაობისათვის" რუსული ოკუპაცია ყოველთვის იყო და დღემდე რჩება ძალაუფლების შენარჩუნებისა თუ მოპოვების ინსტრუმენტად

8-08-2019

"სააკაშვილმა და მისმა მთავრობამ საკუთარი ღალატისა და დეზერტირობის დაფარვის მიზნით 2008 წლის ომის სიმართლეზე ლაპარაკი ღალატად გამოაცხადეს", - ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს. 

"2008 წლის ომთან დაკავშირებით, დროა თავსმოხვეული სტერეოტიპებიდან გავნთავისუფლდეთ.

სანამ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის თუნდაც ერთი სანტიმეტრი ოკუპირებულია, ხალხის და ნებისმიერი ხელისუფლების უპირველესი ამოცანა სუვერენიტეტის სრული აღდგენაა.

ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის ზრუნვა სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდშიც უცვლელ ამოცანად რჩებოდა. მაგრამ ნაციონალური მოძრაობისათვის რუსული ოკუპაცია ყოველთვის იყო და დღემდე რჩება ძალაუფლების შენარჩუნების თუ მოპოვების ინსტრუმენტად. 2008 წელს სააკაშვილის სისხლიანი და სამარცხვინო რეჟიმი, საქართველოშიც და დასავლელი მოკავშირეების თვალშიც უკვე ყოველგვარ ლეგიტიმაციას მოკლებული იყო. ამიტომაც საკუთარი მოქალაქეების სისხლში და ველურ აღმოსავლურ ფუფუნებაში ჩაფლულმა რეჟიმმა გადაწყვიტა პოლიტიკური ვექტორი პუტინის ადმინისტრაციასთან გარიგებით ახალ მიმართულებაზე გადაეტანა.

2008 წლის აგვისტოს ღია დეზერტირების და პანიკიორების სააკაშვილის მთავრობა რუსეთის ჯარებს საქართველოს და გმირი ქართული არმიის ღალატით ქვეყანაში შემოუძღვა. შემდგომ მათთვის დამახასიათებელი უსინდისობით და ცინიზმით საქართველოს მარცხი და ღალატი გამარჯვებად გამოაცხადეს. ამითაც არ დაკმაყოფილდნენ, ქართული საზოგადოების და დასავლელ მოკავშირეთა მოტყუებით, ხელი მოაწერეს კაპიტულანტურ რეზოლუციას, რომლის ძალითაც აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა პრაქტიკულად ჩვენს ქვეყანას დააკისრეს.

ამ პერიოდიდან მოყოლებული დღემდე, საკუთარი ღალატისა და დეზერტირობის დაფარვის მიზნით 2008 წლის ომის სიმართლეზე ლაპარაკი ღალატად გამოაცხადეს. თუმცა სიმართლე ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, მტერმაც და მოყვარემაც ნათალად იცის. 
იმისათვის, რომ საქართველომ მოკავშირეებთან ერთად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ლოგიკურ შედეგამდე მიიყვანოს, ნაციონალური მოძრაობის და მისი განაყოფი სატელიტების დანაშაულებების პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. ეს ყველა მოქალაქის ვალია საქრთველოს, ქართული არმიის და ჩვენი დევნილი თანამემამულეების წინაშე", - წერს მეტრეველი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031