გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ბერძენიშვილი: ჩვენ უნდა ვიყოთ რუსეთისგან დაცული ისევე, როგორც ესტონეთიდან დაწყებული სლოვენიით დამთავრებული ყველა დაცულია

8-08-2019

"2006 წელს, ფრაქციის სახელით კენჭისყრაზე „დესეთედან“ გამოსვლის საკითხი დავსვი და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარი არ დამიჭირა",- ამის შესახებ ,, რესპუბლიკური“ პარტიის ერთერთმა ლიდერმა რადიო ,,პალიტრის“ ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით, შეცდომები გვქონდა, ამის მიუხედავად რაც დრო გადის, უფრო და უფრო ვხედავთ რუსეთის აგრესიულობას და ჩვენ უნდა ვიყოთ რუსეთისგან დაცული ისევე როგორც ესტონეთიდან დაწყებული სლოვენიით დამთავრებული ყველა დაცულია.

,,დაუშვა საქართველოს ხელისუფლებამ შეცდომა? რა თქმა უნდა, დაუშვა, რომ არ უნდა ყოფილიყო იქ, „დესეთეში“, არ უნდა ყოფილიყო ჩვენი დასტურით რუსეთის სამშვიდობოდ წოდებული ძალები. მე კენჭისყრამდე მივაღწიე 2006 წელს, დავსვი კენჭის ყრაზე ფრაქციის სახელით „დესეთედან“ გამოსვლის საკითხი და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარი არ დამიჭირა . უნდა გამოვსულიყავით იმიტომ კი არა რომ საომარი მოქმედებები გვეტარებინა, იმიტომ რომ სამშვიდობო პროცესი დაგვეწყო ერთ და მეორე რეგიონში, ამ თვალსაზრისით ჩვენ შეცდომები გვქონდა, ამის მიუხედავად რაც დრო გადის უფრო და უფრო ვხედავთ რუსეთის აგრესიულობას. ჩვენ უნდა ვიყოთ რუსეთისგან დაცული ისევე როგორც ესტონეთიდან დაწყებული სლოვენიით დამთავრებული ყველა დაცულია“,- განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

https://www.facebook.com/radio.palitra/videos/2453845634674814/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031